FAQ


რა არის open.mp?

open.mp (Open Multiplayer) არის ერთ-ერთი მოდიფიკაცია San Andreas-ის თვის, რომლის შექმნის ინიციატივა, გამოიწვია პრობლემების ზრდამ: განახლებებსა და მენეჯმენთზე SA:MP-ში. პირველი ვერსია იქნება გამოშვებული სასერვერო პროგრამის შესაცვლელად. ამჟამინდელი SA:MP-ის კლიენტით, შესაძლებელი იქნება ამავე სერვერზე დაკავშირება. მომავალში კი open.mp-ის კლიენტი იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც მეტ შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს.


არის თუ არა ეს განშტოება?

არა. ეს არის კოდის აბსოლუტურად ხელახლა გადაწერა, დიდხნიანი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით. უკვე იყო SA:MP განშტოებების შექმნის მცდელობები, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ მათ ქონდათ ორი ძირითადი პრობლემა:

  • ისინი დაფუძნებული იყვნენ "გაჟონილი" SA:MP-ის კოდზე. ამ მოდიფიკაციების ავტორებს არ ჰქონდათ ამ კოდის გამოყენების უფლება; ისინი მორალურადაც და ლეგალურადაც ყოველთვის უკანა ფლანგზე იყვნენ. ჩვენ რა თქმა უნდა უარს ვამბობთ ამ კოდის გამოყენებაზე. ეს ოდნავ აფერხებს განვითარების სისწრაფეს თუმცა, სწორი ნაბიჯია სტაბილური გაშვებისთვის.
  • მათ სცადეს თავიდან გამოეგონებინათ ძალიან ბევრი რამ ერთ ჯერზე: სკრიპტინიგ ძრავის შეცვლა, შესაძლებლობების მოშორება სხვა შესაძლებლობების დამატებისას, სხვადასხვა რაღაცების ერთმანეთთან შეუთავსებლად დაკავშირება. ეს იწვევს იმ სერვერების განვითარების შეფერხებას, რომელსაც დიდი რაოდენობის მოთამაშეები და კარგად დამუშავებული სკრიპტი აქვს - მათ მოუწევდათ თავიდან დაეწერათ ბევრი რამ. ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ დავამატოთ ბევრი ახალი რამ, ამასთანავე ვზრუნავთ მიმდინარე სერვერებზე - ვუწყობთ ხელს, რომ გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი თავიანთი კოდის შეცვლის გარეშე.

რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას?

მიუხედავად დიდი მცდელობებისა SA:MP-ის დეველოფმენთში ოფიციალურად ჩართვისა სხვადასხვა ფორმებით: რჩევებით, ვინმეზე რამის თხოვნით და შეთავაზებებით ბეტა ტესტერის პოზიციაზე; ასევე მოთამაშეებისგან სიახლეების მოთხოვნით.. ჩვენ არანაირი პროგრესი არ დაგვინახავს. ეს ყოველივე მიჩნეული იყო როგორც ინტერესის დაკარგვა ამ მოდის გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ პრობლემა არაა, მაგრამ არც წარმატებაა. იმის მაგივრად რომ განვითარება გაგრძელებულიყო თუნდაც იმ ხალხის მიერ ვისაც ეს უნდოდა, დამაარებელს სურდა მიექცია ყურადღება, აერთებდა სხვადასხვა საქმეებს მინიმალური შედეგის მისაღებად. ზოგი ფიქრობს რომ ეს დაბალი შემოსავლის ბრალია, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად დიდი ინტერესისა და მზარდი მოთამაშეების რიცხვისა, მას ჯეროდა რომ მხოლოდ 1 ან 2 წელი ჰქონდა დარჩენილი ამ მოდს, და ის საზოგადოება რომელმაც წვლილი ჩადო გაეხადა SA:MP-ი ის, რაც დღეს არის, არ იმსახურებდა ამ საქმის გაგრძელებას.

ჩვენ არ ვეთანხმებით.


რა არის თქვენი აზრი კალკორის/SA:MP/სხვა რამის შესახებ?

ჩვენ გვიყვარს SA:MP-ი - ეს არის ჩვენი აქ ყოფნის პირველი მიზეზი და ჩვენ ვალში ვართ Kalcor-თან მისი შექმნისთვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის წლების მანძილზე ამ მოდისთვის, და ეს ღვაწლი არ უნდა იყოს დავიწყებული ან/და დაიგნორებული. ქმედებები, რომლებიც მიუძღვის open.mp-ს წინ, გამოწვეულია იმის გამო რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მის რამდენიმე გადაწყვეტილებას და ასევე მის ერთსა და იმავე მცდელობას, რომელიც მოდიფიკაციის არასწორი მიმართულებით წაყვანას ცდილობს - ეს მცდელობები კი პრობლემებს არ ჭრის. ამის გამო ჩვენ ვალდებულები ვართ რომ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება და განვაგრძოთ SA:MP-ი Kalcor-ის გარეშე. ჩვენი ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული პირადი მიზნებისთვის, და არც არავინ არ უნდა მიიღოს შეურაცხყოფად.


არ არის ეს საზოგადოების გაყოფა?

ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი იდეების თანახმად ეს არ არის მომხმარებლების გაყოფა, მაგრამ რაღაციდან გამოცალკევება და სხვა რამის გადარჩენა უკეთესია ვიდრე არაფერი. ფაქტის თანახმად, ვინაიდან ამ მოდს ჰყავს დიდი რაოდენობით არა ინგლუსურ ენოვანი მომხმარებელი, მათ მაინც მიიღს ინგლისურ ენოვანი მომხმარებლების საზოგადოება. მომხმარებლები ნელ-ნელა იყოფოდნენ ერთმანეთისგან და მაშასადამე ჩვენი იდეა იმაშიც მდგომარეობს რომ ისევ გავაერთიანოთ მოთამაშეები და დავაბრუნოთ მათი ერთობა. დიდი რაოდენობით ადამიანი იყო დაბლოკილი ოფიციალური SA:MP-ის ფორუმიდან ( და რამდენიმე შემთხვევაში, მათი პოსტებისა და კომენტარების ისტორია იქნა წაშლილი), მაგრამ Kalcor-მა განაცხადა რომ SA:MP-ის ოფიციალური ფორუმი არ არის SA:MP-ი, და არც მისი ნაწილი. ბევრი მოთამაშეს და სერვერის მფლობელებს, არ აქვთ დაპოსტილი ამ ფორუმზე, უფრო მეტიც - არც არიან დარეგისტრირებულნი.


ვინაიდან და რადგანაც ის არის "Open" Multiplayer, იქნება თუ არა მისი კოდი ყველასათვის ხელმისაწვდომი?

ჩვენი პასუხი არის - კი, თუმცა ამჟამად ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ ღია კომუნიკაცია და გამჭირვალობა დეველოფმენთის შესახებ (რომელიც უკვე გაუმჯობესებაა). მომავალში კი, როცა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება, გავხდით კოდს ხელმისაწვდომს.


როდის გაეშვება?

ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, რომელსაც ერთი, თუმცა არასრული პასუხი აქვს: როცაც მზად იქნება. არ არსებობს გზა, რომელიც მიგვითითებს თუ რამდენი ხანი დასჭირდება მსგავსი პროექტის დასრულებას. პროექტი დიდი ხანია რაც მუშაობის პროცესშია და მისი აქტივობა სამწუხაროდ ცვალებადია, ამის ფაქტორი კი იმ ხალხის შეზღუდული თავისუფალი დრო გახლავთ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტი სწრაფად პროგრესირებს, გარკვეული მიზეზების გამო (რომლებზეც დეტალურად მომავალში ვისაუბრებთ).


როგორ შეგიძლია დაგვეხმარო?

თვალი ადევნე ფორუმს. ჩვენ გვაქვს გახსნილი სტატია ამ თემაზე, რომელაც მაშინვე ვანახლებთ, როგორც კი განახლებას ვაკეთებთ პროდუქტზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დაგეგმიზლე ადრე გამჟღავნდა, ჩვენ უკვე ახლოს ვართ საწყის გამოშვებასთან. თუმცა, ეს არ ნიშავს რომ მეტი დახმარება არ დაფასდება. მადლობა წინასწარ ამ პროექტში დაინტერესებისთვის და იმედის ქონისთვის:

სტატია - "How to help" (burgershot.gg)


რა არის burgershot.gg?

burgershot.gg არის გეიმინგ ფორუმი, არაფერი სხვა. ბევრი პირი არის ჩართული ორივე პროექტში, გარკვეული open.mp-ს განვითარება-განახლება იპოსტება აქ - თუმცა, ეს ორი, სხვადასხვა დამოუკიდებელი პროექტია. burgershot.gg არ არის OMP ფორუმი, არც OMP არის burgershot-ის საკუთრება. როცა OMP საიტი სრულად გაეშვება, ეს ორიც განთავისუფლდება ერთმანეთისგან (SA:MP-იც დაჰოსტილი იყო GTAForums მიერ სანამ საკუთარ საიტს გაუშვებდა).


რას ვფიქრობთ OpenMP -ზე?

Open Multi-Processing პროექტი არის "OpenMP", ჩვენ ვართ "open.mp" - აბსოლუტურად სხვადასხვა.